ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურის დარჩენილ ცხრა მატჩში მაყურებელმა არაერთი მოულოდნელობა იხილა. დღე დაიწყო ლონდონის ჩელსის ქულების დაკარგვით ყარაბაღთან, ასევე ვილიარეალის წაგებით პაფოსთან. რაც შეეხება გვიანდელ შეხვედრებს, მთავარი სენსაცია შედგა ბელგიაში, სადაც ბრიუგემ ბარსას არაფერი დაუთმო.
კატალონიელებისა და "ცვარტბლაუს" მატჩში დაფიქსირდა დრამატული ფრე, 3:3. დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში კი მანჩესტერ სიტიმ ბორუსია დორტმუნდი 4:1 გაანადგურა. ასევე გამოსარჩევია ვიქტორ ოსიმენის ჰეთ-თრიქი ამსტერდამის აიაქსის კარში და გიორგი ზარიას გამოჩენა მილანის ინტერთან შეხვედრაში.
მანჩესტერ სიტი 4:1 დორტმუნდი
გოლები: 1:0, 3:0 ფილ ფოდენი 22', 57', 2:0 ერლინგ ჰოლანდი 29', 3:1 ვალდემარ ანტონი 72', 4:1 რაიან შერკი 91'.
ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის ყველა მატჩი
| მანჩესტერ სიტი - დორტმუნდი | 4:1 |
| ბრიუგე - ბარსელონა | 3:3 |
| ყარაბაღი - ჩელსი | 2:2 |
| ინტერი - ქაირათი | 2:1 |
| ნიუკასლი - ბილბაო | 2:0 |
| მარსელი - ატალანტა | 0:1 |
| ბენფიკა - ლევერკუზენი | 0:1 |
| აიაქსი - გალათასარაი | 0:3 |
| პაფოსი - ვილიარეალი | 1:0 |









