ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მორიგი მატჩები გაიმართა ესპანეთში და აზერბაიჯანში, სადაც მაყურებელმა ვილიარეალი-კოპენჰაგენისა და ყარაბაღი-აიაქსის დაპირისპირებები იხილა.
ვილიარეალი-კოპენჰაგენის მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, სადაც მაყურებელმა 5 გატანილი გოლი იხილა. იმის მიუხედავად, რომ მარსელინიოს გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, სტუმრებმა მასპინძლებს არაფერი დაუთმეს და მნიშვნელოვანი ქულებიც დააკარგვინეს.
ვილიარეალის სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მოედანზე მხოლოდ 45 წუთი გაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა ამ დროში 6.5 შეფასება დაიმსახურა.
ესპანელები 6 ტურის შემდეგ კვლავ გამარჯვების გარეშე არიან და 1 ქულით, 35-ე პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება კოპენჰაგენს, დანიელები 7 ქულით, 23-ე პოზიციამდე აღზევდნენ.
ვილიარეალი 2-3 კოპენჰაგენი
გოლები: 0-1 მუჰამედ ელიუნუსი 2', 1-1 სანტი კომესანა 47', 1-2 ელიას აშური 48', 2-2 ტანი ოლუვასეი 56', 2-3 ანდრეას კორნელიუსი 90'.
ყარაბაღმა კრიზისში მყოფ აიაქსს საკუთარ კედლებში საინტერესო ვერაფერი დაუპირისპირა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
მაყურებელმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იხილა, სადაც საბოლოო ჯამში 6 გოლი გავიდა. იმის მიუხედავად, რომ ყარაბაღი ბევრად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ.
აიაქსმა ამ გამარჯვების შემდეგ პირველი 3 ქულა მოიპოვა, რითაც 33-ე პოზიციაზე გადასვლა მოახერხა. რაც შეეხება ყარაბაღს, აზერბაიჯანელები 7 ქულით, 21-ე პოზიციაზე დარჩნენ.
ყარაბაღი 2-4 აიაქსი
გოლები: 1-0 კამილო დურანი 10', 1-1 კასპერ დოლბერგი 39', 2-1 მათეუს სილვა 47', 2-2 ოსკარ გლოხი 79', 2-3 ანტონ გაეი 83', 2-4 ოსკარ გლოხი 90'.









