მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა კაპიტანმა, შტეფან ეფენბერგმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა. ყოფილმა გერმანელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა გამოარჩია 4 კლუბი: მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ სიტი და მილანის ინტერი. შეგახსენებთ, "ბუნდესთიმის" ექს-შუახაზელს ეს ტურნირი "რეკორდმაისტერთან" ერთად აქვს მოგებული.
"ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები? პირველ რიგში, მინდა გამოვარჩიო რეალი. ასევე დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს ინტერის გამოსვლას. ეს გუნდი მოწყურებულია დიდ მიღწევებს და ამასთან ერთად, მილანელებს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ვფიქრობ, მათ უნდათ გასული სეზონის მიღწევის გამეორება.
არა მხოლოდ გამეორება, არამედ ტურნირის მოგება. მთავარ ფავორიტად მაინც მადრიდელებს მივიჩნევ. მათი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი მოთამაშეებითა და ახალგაზრდა ტალანტებით. "თეთრების" ყველაზე ძლიერი იარაღი კი ანჩელოტია. ასევე მინდა გამოვარჩიო ბაიერნი და შარშანდელი ტრიუმფატორი, სიტი", - განაცხადა 55 წლის ვეტერანმა.
Champions League
"ჩემპიონთა ლიგას ჰყავს 4 ფავორიტი, ინტერი მათ რიცხვშია", - ეფენბერგი









