მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ბარსელონას სუსტ მხარეებზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა განმარტა, თუ რატომ ვერ ახერხებენ კატალონიელები ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ჩემპიონობას. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში პრიმერა დივიზიონის ლიდერმა 1/4 ფინალში მადრიდის ატლეტიკოსთან წააგო.
"როდესაც თავს იცავ ისე, როგორც ამას აკეთებს ბარსელონა, მეტოქე ფეხბურთელი მეკარესთან ერთი ერთზე პერიოდულად აღმოჩნდება. მსგავსი ეპიზოდები ხშირ შემთხვევაში სრულდება წითელი ბარათით, რაც კატალონიელებისა და ატლეტიკოს შეხვედრებში მოხდა კიდეც. "ბლაუგრანა" ერთი და იგივე პრობლემის გამო ისჯება.
კამპ ნოუს ბინადრების დაცვას აქვს უამრავი სუსტი წერტილი - ეს დაამტკიცა გასულ სეზონში ინტერმა, ამჯერად კი მადრიდულმა გუნდმა. ასეთი თამაშით ჩემპიონობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მოწინააღმდეგეს მომენტის შექმნის საშუალებას თავად აძლევ", - განაცხადა გერმანელმა ვეტერანმა ფლეიმეიქერმა.









