რამდენიმე წუთის წინ, ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.
წილისყრის შედეგად, საქართველოს ჩემპიონის იბერია 1999-ის მეტოქე გაირკვა. თბილისური კლუბი შვედურ მალმიოს დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა 8/9 ივლისს თბილისში გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 15/16 ივლისს შედგება.
შეგახსენებთ, დღეს 18:00 საათზე გაირკვევა ტორპედო ქუთაისისა და გორის დილას მეტოქეები კონფერენს ლიგაზე. რაც შეეხება სპაერს, საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე ხვალ გაირკვევა.
ფოტო: FC Iberia









