იტალიას ასევე აქვს შანსი ჩემპიონთა ლიგაზე 6 გუნდით იყოს - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ატალანტა ან რომა ევროპა ლიგას მოიგებს და სერია ა-ში ხუთეულში ვერ დაასრულებს ასპარეზობას.

რეიტინგში მეორე ადგილზე გერმანიაა, 17.928 ქულით (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციაზე კი ინგლისია, 17.375 ქულით.
დანარჩენი ქვეყნების კოეფიციენტები ბოლო განახლებით ასე გამოიყურება:

ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ახლა მხოლოდ ისაა გასარკვევი, მეხუთე გუნდი გერმანიას დაემატება თუ ინგლისს. ქულების დათვლა უეფას ევროტურნირებზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება.









