2024/25 სეზონიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი განსხვავებული სახით ჩატარდება — ჩემპიონთა ლიგაზე 32-ის მაგივრად, მონაწილეობას 36 კლუბი მიიღებს, რომელიც ე.წ. “შვეიცარიულ სისტემაზე” გადაეწყობა — 36 კლუბი ერთ დიდ ლიგაში იასპარეზებს, შეიქმნება ერთი ცხრილი და აღარ იქნება ჯგუფური ეტაპი. თითოეული გუნდი ჩაატარებს 8 მატჩს 8 სხვადასხვა მეტოქესთან (4 შინ, 4 სტუმრად).
8 ტურის შემდეგ, შედგება სატურნირო ცხრილი, რომლის მიხედვით გამოვლინდება მერვედფინალისტთა ვინაობა. ლიგის საუკეთესო 8 კლუბი პლეიოფში გავა, ხოლო 9-24 ადგილოსანი გუნდები, დაწყვილდებიან და ორმატჩიან დუელში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასე გამოვლინდება 8 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მერვედფინალისტებს შეუერთდებიან.

წარმოგიდგენთ კლუბების კალენდარს და შეგახსენებთ, რომ ტურნირი სტარტს 17 სექტემბერს აიღებს.