ცნობილი გავლენიანი გამოცემა AS საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვილი სანიოლთან ვრცელ და საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს.
რეალი - ბაიერნის დაპირისპირებაზე
"ბაიერნში თამაშის დროს, რეალის წინააღმდეგ თამაში ხშირად მიწევდა ხოლმე. სხვთაშორის, უფრო ხშირად ვუგებდით ხოლმე, ვიდრე ვაგებდით, თუმცა ალბათ, მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი გამოწვევაა. ამ ორ ფანტასტიურ გუნდს შორის დაპირისპირება საინტერესო იქნება და იმედია, ბაიერნი გაიმარჯვებს"
კილიან მბაპეს შესახებ
"ვფიქრობ, რეალში ყველაზე სახიფათო მოთამაშე კილიან მბაპეა. ძალიან ვაფასებ, რომ ტრავმიდან ის დაბრუნდა და მაინც მაღალ დონეზე თამაშობს, განსაკუთრებით საფრანგეთის ნაკრებში."
თანამემამულის კრიტიკაზე
"როცა საქმეები კარგად არ მიდის, კრიტიკა ყოველთვის ლოგიკურია. თან, ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელისგან, როგორიც მბაპეა, ხალხი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. მეორეს მხრივ, მბაპეს გარეშე რეალი ისეთი ძლიერი არაა, როგორიც მბაპესთან ერთად და მისდამი მხარდაჭერა უმჯობესია."
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე
"არ ვფიქრობ, რომ წელს რეალი ჩემპიონთა ლიგის თასს აღმართავს. ჩემი აზრით, ფავორიტები პსჟ, ბაიერნი და არსენალი არიან."
ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში
"შესაძლოა, ოდესმე საფრანგეთის მწვრთნელი გავხდე, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ნაკრებს ზიდანი ჩაიბარებს. ზიზუ ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მან თავი მწვრთნელის რანგშიც დაგვამახსოვრა და რეალთან ერთად დიდ წარმატებებს მიაღწია, ამიტომ ვფიქრობ, ნაკრებისთვის ზიდანი იდეალური პერსონა იქნება"
მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებზე
"დიდიე დეშამისთვის დიდი გამოწვევა იქნება, რომ მდენ ვარსკვლავს შორის სწორი ბალანსი დაიჭიროს, აუცილებელია კოლექტიური დაცვაც. ისე კი, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ესპანეთია. ყველა ფეხბურთელი ერთ დონეზე თამაშობს და ეს ხდის განსაკუთრებულს. ასევე უნდა აღვნიშნო პორტუგალიის ნაკრები, რომელთაც უმაღლესო დონის ფეხბურთელები ჰყავთ. მუნდიალის ფავორიტები საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია იქნებიან"
კარლო ანჩელოტი და ბრაზილიის ნაკრები
"ანჩელოტისთან მუშაობა მომიწია და ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, ბრაზილიას ისეთი ვარსკვლავური შემადგენლობა აღარ ჰყავს. ბოლო დროს, მათ ისეთი ნიჭიერი მოთამაშეები აღარ ჰყავთ, როგორებიც კაკა, რონალდო, რონალდინიო, ნეიმარი და სხვები იყვნენ. ამიტომ, ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად არ მივიჩნევ"









