2020 წლის ფინალის გამეორება
ბაიერნი-პარის სენ-ჟერმენი არის უნიკალური წყვილი - აღნიშნულ გუნდებს ერთმანეთში ფრე არასდროს უთამაშიათ. ურთიერთშეხვედრების ისტორია მოიცავს 13 მატჩს: 7-ჯერ მოიგო მიუნხენურმა კლუბმა, 6-ჯერ კი პსჟ-მ. მათ შორის მთავარი დუელი შედგა ჩემპიონთა ლიგის 2020 წლის ფინალში, სადაც ყველაფერი "რეკორდმაისტერის" სასიკეთოთ დასრულდა.
ბავარიელებმა იმარჯვეს ყოფილი პარიზელის, კინგსლი კომანის ერთადერთი გოლით. ესტადიო და ლუჟზე მოგებით, გერმანულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის თასი მეექვსედ აღმართა. რაც შეეხებათ "ლურჯ-წითლებს", 2020 წლის ვიცე-ჩემპიონობა დღემდე ითვლება ამ კლუბის საუკეთესო შედეგად. აღნიშნულ დუელში საინტერესო დამრიგებლის ფაქტორიც იყო.

პარკ დე პრენსის ბინადრებს იმ დროს წვრთნიდა ტომას ტუხელი, რომელმაც ძალები მოგვიანებით ალიანც არენაზეც მოსინჯა. დღეს, ფრანგული გუნდის დამრიგებელია ლუის ენრიკე, ბაიერნში კი ვენსან კომპანი მოღვაწეობს. მივადექით გუნდების ამჟამინდელ მდგომარეობას, დავიწყოთ მასპინძლებით, რომლებიც სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, პარის სენ-ჟერმენზე უკეთეს მდგომარეობაში არიან.
მიუნხენელების სტარტი იყო შთამბეჭდავი - განადგურებული იქნა ზაგრების დინამო, ანგარიშით 9:2. ამის შემდეგ, გერმანული გუნდი დამარცხდა ზედიზედ 2 მატჩში: ბირმინგემის ასტონ ვილასა და ბარსელონასთან. რაც შეეხება ბოლო ტურს, "რეკორდმაისტერმა" მინიმალური ანგარიშით ლისაბონის ბენფიკას მოუგო.
ბავარიელებს აქვთ ექვსი ქულა და ამ დროისთვის მე-17 ადგილს იკავებენ. მივადექით პსჟ-ს, რომელმაც ჯერ იმარჯვა ჟირონასთან, შემდეგ კი იყო მარცხი ლონდონის არსენალთან, ფრე პსვ ეინდჰოვენთან და წაგება მადრიდის ატლეტიკოსთან. შედეგად: 4 ქულა და 25-ე პოზიცია სატურნირო ცხრილში, ასეთია პარიზელთა მონაგარი.
21:45 - სლოვანი-მილანი
21:45 - სპარტა-ატლეტიკო
23:55 - ბაიერნი-პსჟ
23:55 - ინტერი-ლაიფციგი
23:55 - ბარსელონა-ბრესტი
23:55 - სპორტინგი-არსენალი
23:55 - მანჩესტერ სიტი-ფეიენოორდი
23:55 - ლევერკუზენი-ზალცბურგი
23:55 - იანგ ბოიზი-ატალანტა











