ყოფილი ბარსელონელების დაპირისპირება
ორივე გუნდის მწვრთნელი ყოფილი ბარსელონელია - "ქალაქელებს" სათავეში უდგას პეპ გუარდიოლა, "ბებერ ქალბატონს" კი ტიაგო მოტა. როდესაც ესპანელი ჩამშლელი ბრწყინავდა "ბლაუგრანაში", ბრაზილიელი შუახაზელი იმ დროს სარეზერვო გუნდში თამაშობდა. ერთმანეთის გვერდიგვერდ მათ არასდროს უთამაშიათ.
"ლურჯების" ამჟამინდელმა მწვრთნელმა კატალონია დატოვა 2001 წელს, ხუთი სეზონის შემდეგ კი მან საფეხბურთო კარიერაც დაასრულა. რაც შეეხება "ბიანკონერის" ამჟამინდელ დამრიგებელს, "ლურჯ-ბროწეულისფრების" შემდეგ მის კარიერაში იყო მადრიდის ატლეტიკო, ჯენოა, მილანის ინტერი და პარის სენ-ჟერმენი.
"ნერაძურის" შემადგენლობაში ყოფილმა მერვე ნომერმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა და როგორც გვახსოვს, ნახევარფინალში სწორედ ხოსეპის გუნდი იქნა დამარცხებული. რაც შეეხება მათი გუნდების ამჟამინდელ მდგომარეობას, 53 წლის ტაქტიკოსის კრიზისული პერიოდის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ საუკეთესო პერიოდს არც ალიანსის ბინადრები განიცდიან.
42 წლის მწვრთნელის დანიშნვის შემდეგ, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში არის 22-ე ადგილზე, სერია ა-ში კი მეექვსე. ევროსარბიელზე 2 პოზიციით მაღლა არიან ეტიჰადის ბინადრებიც და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე გუნდს 8-8 ქულა აქვს.
ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი:
21:45 - ატლეტიკო-სლოვანი
21:45 - ლილი-შტურმი
23:55 - იუვენტუსი-მანჩესტერ სიტი
23:55 - დორტმუნდი-ბარსელონა
23:55 - არსენალი-მონაკო
23:55 - მილანი-ცრვენა ზვეზდა
23:55 - ბენფიკა-ბოლონია
23:55 - შტუტგარტი-იანგ ბოიზი
23:55 - ფეიენოორდი-სპარტა











