"სახლში როდესაც ჩემ მიერ მოპოვებულ ტიტულებს ვუყურებ, მოტივაცია მეძლევა, რომ კიდევ უფრო მეტი მოვიგო. ამ ტიტულების მოგება დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან სულ მახსოვდეს, რომ მე ეს შევძელი და არ უნდა გავჩერდე. ფანების სიხარული კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არაა, თუ მიზანი გამარჯვება და პირველი ადგილი იყო. ეს მე კარგად ვიცი, რადგან დიდ კლუბებში ვმუშაობდი, რომლებიც მხოლოდ გამარჯვებას მთხოვდნენ. როგორც წესი, ვერ ვიფიქრებ შოუსა და რიგით გამარჯვებებზე, ჩემთვის მთავარია ბოლოს რა მოხდება, რა შედეგს მიაღწევს გუნდი და მოვიგებთ თუ არა ტიტულებს. ჩემი წარსულით ვამაყობ, მაგრამ როდესაც ახალ კლუბში მუშაობას ვიწყებ, ამის გამო ყველას დიდი მოლოდინები აქვს. თუ საქმეები ისე ვერ წავა, როგორც დაგეგმილია, ყველა გამაკრიტიკებს და წარუმატებელს მიწოდებს. ფანებთან ერთად მეც რომ ვიზეიმო, უნდა გავიმარჯვოთ, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მხოლოდ პირველობაზე ვიფიქროთ. მე თუ წარმატებაზე არ ვიფიქრე და დასახული მიზნები ვერ შევასრულე, სხვები ჩემს წარუმატებლობას იზეიმებენ."
"ხალხი ფიქრობს, რომ ჩემი სათამაშო სქემა, 3-5-2, ძალიან დაცვითია, მაგრამ ასე არ არის. შეხედეთ იმ გუნდების სტატისტიკებს, სადაც მე ვმუშაობდი და ნახავთ, რამდენ გოლს ვიტანდით. არაა აუცილებელი გუნდი ძაან დაცვითი ან ძაან შემტევი იყოს, მთავარია ბალანსის დაჭერა. თანაბრად უნდა იცავდეს გუნდი და იგივენაირად უნდა უტევდეს. საჭიროა თითოეულ ფეხბურთელს მოერგო, ბოლომდე გაუგო, დაამყარო სწორი კომუნიკაცია. ჩემი გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ტიტულის მოგება გინდა, საჭიროა ბოლომდე დაბალანსებული გუნდი გყავდეს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი, წინა სეზონის მანჩესტერ სიტი იყო, გუნდი რომელიც დაცვაშიც და შეტევაში ერთნაირად დაბალანსებული იყო."
"გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია, კლუბი მას ბოლომდე მხარს უჭერს. ისინი ყოველ წელს დიდ ინვესტიციას დებენ, რათა გუნდი უფრო გაძლიერდეს, თუმცა ეს ფინანსური დახმარება, კონკურენციას ართულებს. ჩემი ისტორია ასეთია: ნებისმიერ კლუბში სადაც მივსულვარ, ყველგან პრობლემები იყო. ჩელსიში, პირველი სეზონის ჩამთავრებისა და პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ, ინგლისში დომინირება შეგვეძლო, იმ პერიოდში ლუკაკუსა და ვან დაიკის ტრანსფერებზე ვმუშაობდით, ორივე ფეხბურთელს ჩვენთან თამაში უნდოდა, მინდოდა დომინაცია გაგვეგრძელებინა, მაგრამ ორივე ტრანსფერი ჩაიშალა."

"ჩემს კარიერაში, ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება ტოტენჰემში მუშაობა იყო. ჩემთვის, მეოთხე ადგილზე გასვლა წარმატება არ არის. ჩვენ არაფერი მოგვიგია, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გავედით, ამ მიღწევის აღნიშვნა ჩემთვის, უბრალოდ, შეუძლებელი იყო."
"დიდხნიანი პაუზა გამომივიდა და ვფიქრობ, დაბრუნებისთვის მზად ვარ. დასვენება ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ ახლა ზედმეტი ენერგია მაქვს და ახალ გამოწვევას ველოდები. მქონდა ბევრი შემოთავაზება როგორც ევროპიდან, ისე საუდის არაბეთისგან, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. ბოლოს კი უარი იტალიის ნაკრებსაც ვუთხარი. ჩემი მიზანი და ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა."
"დიდხნიანი პაუზა გამომივიდა და ვფიქრობ, დაბრუნებისთვის მზად ვარ. დასვენება ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ ახლა ზედმეტი ენერგია მაქვს და ახალ გამოწვევას ველოდები. მქონდა ბევრი შემოთავაზება როგორც ევროპიდან, ისე საუდის არაბეთისგან, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. ბოლოს კი უარი იტალიის ნაკრებსაც ვუთხარი. ჩემი მიზანი და ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა."









