ჩელსისთან გასამართი ჩემპიონთა ლიგური მატჩის წინ კომენტარი პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"ძალიან მოტივირებულები ვართ. მსოფლიოს გამორჩეულ ტურნირზე ვთამაშობთ და გვსურს, კიდევ ერთ წარმატებას მივაღწიოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე მოვიგოთ.
ჩელსი შესანიშნავი გუნდიაროგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე და ძალიან ძლიერები არიან როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად, მოუთმენლად ველით მათ წინააღმდეგ თამაშს.
ჩემს ფეხბურთელებს ბევრი ვესაუბრე ინდივიდუალურადაც და კოლექტიურადაც. სეზონის გადამწყვეტ მომენტში ვართ და მხოლოდ ბედნიერები შეგვიძლია ვიყოთ, რომ ასეთ თამაშებს ვთამაშობთ", - განაცხადა ლუის ენრიკემ.









