ევროპა ლიგის ბოლო ტურის წინ, სადაც ლიონი საკუთარ მოედანზე ლუდოგორეცს უმასპინძლებს, გიორგი მიქაუტაძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"პიერ საჟი მაღალი დონის სპეციალისტია, რომელმაც ევროპა ლიგაზე გაგვიყვანა და მისი წასვლა ჩვენთვის მტკივნეულია. ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და ყველაფრის მიუხედავად მომდევნო მატჩებისთვის ვემზადებით. დღეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა 1/8 ფინალის საგზური მოვიპოვოთ."
"ვიცით, რომ ბოლო პერიოდში არ გვაქვს კარგი შედეგები, მაგრამ 1/8 ფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ, შემდეგ კი კვირის მატჩისთვის დავიწყებთ მომზადებას. გუნდის ხელმძღვანელობა შეგვხვდა და აგვიხსნა რატომ მიიღეს მთავარი მწვრთნელი გაშვების გადაწყვეტილება და ახლა მხოლოდ მატჩებზე უნდა ვკონცენტრირდეთ."
"ლუდოგორეცი? ბულგარული ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ჩემი კლუბი და გამარჯვებაა. ფონსეკა? არ ვიცი როგორი სტილის მწვრთნელია. ახლა დღევანდელ მატჩზე და 3 ქულაზე ვართ კონცენტრირებულები. ლაკაზეტი? დიახ, ჩვენ შეგვიძლია ერთად თამაში და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ახალი მწვრთნელი" — გიორგი მიქაუტაძე.
ლიონის და ლუდოგორეცის დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.