კროოსს ჰკითხეს, თუ რას აპირებს ის კარიერის დასრულების შემდეგ.
"სიმართლე გითხრათ, ამაზე ჯერ სერიოზულად არ მიფიქრია, რადგან კარიერა ახლახანს დავასრულე და კიდევ ემოციებში ვარ.
ფეხბურთის ექსპერტი? - ფილოსოფოსობას, სატრანსფერო ჭორებზე საუბარს არ ვაპირებ. ასევე, არც ამა თუ იმ მწვრთნელის გადაწყვეტილებების შესახებ დისკუსიებს. კონკრეტული თამაშების ანალიზი უმჯობესი იქნება.
ვფიქრობ, თანაკომენტატორად ვიმუშავო და პროფესიონალ კომენტატორთან ერთად, მატჩებს ანალიზი გავუკეთო. გააჩნია, რა თამაში იქნება. ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იქნება", - განაცხადა კროოსმა.










