Globe Soccer Awards-ის ცერემონიაზე წლის საუკეთესო შემტევად კატალონიის ბარსელონას ესპანელი ტალანტი ლამინ იამალი დასახელდა.
კუთვნილი ჯილდოს მოგების შემდეგ, იამალმა კომენტარი გააკეთა და კრიტიკოსებს უპასუხა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კლუბს და ოჯახს ამ ჯილდოს მოგებისთვის. მამაჩემი აქ არის და ის ახლა ძალიან ბედნიერია.
გასულ წელს ახალბეად ვიყავი, ახალი გამოჩენილი და ვფიქრობ, ახლა ჩემზე ძალიან დიდი ზეწოლაა, თუმცა მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის.
ჩემი მიზანია, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო როგორც კლუბისთვის, ისე ნაკრებისთვის", - განაცხადა იამალმა.









