მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ, ალვარო არბელოამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ესპანელ დამრიგებელს ჰკითხეს ჟოზე მოურინიოს შესახებაც, რომლის ხელმძღვანელობით ის 2010-იანების დასაწყისში "სამეფო კლუბში" თამაშობდა.
"მოურინიოსთან არ მისაუბრია რეალის მწვრთნელობის შესახებ, თუმცა ჩემთვის დიდი პატივი იყო მისი ხელმძღვანელობით თამაში. როგორც პიროვნებამ, ჟოზემ ჩემზე მოახდინა უდიდესი გავლენა, მაგრამ მე საკუთარი გზა მაქვს. არავის მივბაძავ, სირთულეების არ მეშინია."
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მწვრთნელმა მადრიდულ გუნდში თანამემამულე ჩაბი ალონსო შეცვალა. ის ამ თანამდებობაზე მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება. აქვე დავამატებთ, "სამეფო კლუბი" არის პირველი გუნდი ლივერპულის ექს-უკანახაზელის სამწვრთნელო კარიერაში.









