მადრიდის რეალის ნახევარმცველმა, აურელიენ ჩუამენმა კილიან მბაპეს სამეფო კლუბში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.
"მბაპე რეალში? არ ვიცი, ჩემთვის არაფერი უთქვამს და რომც ეთქვა, მაინც არ გეტყოდით. ამ თემაზე გასახდელში ვსაუბრობთ ხოლმე და იმედია მომდევნო კვირებში ყველაფერი გაირკვევა" - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ პსჟ-ს ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეალთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. მას პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება.
La Liga
ჩუამენი: "მბაპე რეალში? ჩემთვის არაფერი უთქვამს"









