ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი პარიზში ჩატარდა, სადაც პსჟ-მ საკუთარ კედლებში მანჩესტერ სიტი მიიღო და დრამატულ ბრძოლაში 4-2 აჯობა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.
"მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფანები გვყავს, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან როგორც სახლში, ასევე გასვლით მატჩებში და დღევანდელი გამარჯვება სწორედ მათ მივუძღვენით."
"ინტენსივობის გათვალისწინებით, დღევანდელი მატჩი ზუსტად ისეთივე იყო, როგორც ბაიერნთან. ერთადერთი განსხვავება შედეგია და სწორედ ეს რჩება გულშემატკივრების გონებაში. როდესაც ბურთს ვკარგავდით, მაშინვე პრესინგს ვთამაშობდით და ვფიქრობ, რომ ეს იყო იდეალური პერფორმანსი ჩვენი მხრიდან."

"ქამბექი? ეს პირველად არ მომხდარა და ჩემი გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. დღევანდელი შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს ფეხბურთელებს და მეტ გამოცდილებას მისცემს. ჩვენ არასდროს ვნებდებით, მაშინაც კი როდესაც 2 ბურთის სხვაობით ვაგებთ" — განაცხადა მატჩის შემდეგ პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.
ლიგის ეტაპის ბოლო ტურში, პსჟ შტუტგარტს დაუპირისპირდება და მინიმუმ 1 ქულის მოპოვების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს, სადაც უკვე ხვიჩა კვარაცხელიაც შეძლებს გუნდის დახმარებას.
სატურნირო ცხრილი ბოლო ტურის წინ
One matchday to go! 😲#UCL pic.twitter.com/jEYfEM9kTC
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) January 22, 2025