არსენალთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა. მოგეხსენებათ, პსჟ-მ მეტოქე 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
"არსენალმა ჭკვიანურად ითამაშა. პირველ ტაიმში მათ პრობლემები შეგვიქმნეს. ისე ითამაშეს, რომ არ ველოდებოდით, თუმცა უფრო მეტი გავიტანეთ და გავიმარჯვეთ.
4 ინგლისური კლუბი დავამარცხეთ? - კარგია... ფერმერთა ლიგა იცით? - ჩვენ ვართ ფერმერთა ლიგა.
კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან ჩემი მიზანი პსჟ-ში ისტორიის დაწერა იყო. ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიზნისკენ მივისწრაფვით, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
ჩემს ფეხბურთელებს ვულოცავ ფინალში გასვლას. ვფიქრობ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ."









