არსენალთან მოგებული თამაშის შემდეგ კომენტარი აშრაფ ჰაკიმიმ გააკეთა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-მ არსენალი 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
"სეზონის დაწყების წინ, ჩვენი არავის სჯეროდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებდით, თუმცა ერთობლივი მუშაობით ეს შევძელით და წინ კიდევ ერთი ნაბიჯია.
მოედანზე ყველაფერს ვაკეთებ, რომ მაყურებელი ვასიამოვნო და ამასთანავე, გუნდს წარმატებაში დავეხმარო. მწვრთნელმა თავისუფლება მომცა და მითხრა, რომ წინაც თამამად წავსულიყავი, ეს ჩემთვის დიდი კომფორტია.
საოცარი გულშემატკივრობა გვაქვს. ბედნიერი ვარ და ამაყი, რომ პსჟ-ში ასეთი გულშემატკივრების წინ ვთამაშობ
"









