ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩს ასტონ ვილა პსჟ-ს წინააღმდეგ ხვალ გამართავს. მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
განმეორებითი თამაშის წინ, ბირმინგემელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ხვალინდელი მატჩისთვის ჩვენი სტრატეგია გვაქვს, რომელიც მოედანზე უნდა გავიტანოთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. დიდი პატივისცემა მეტოქეს, მაგრამ ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს და ვიგრძნოთ, რომ სახლში ვთამაშობთ.
ამ მატჩში გულშემატკივარი დიდ როლს ითამაშებს. ისინი მოგვცემენ მუხტს და ენერგიას, რომ საუკეთესო თამაში ჩავატაროთ და მიზანს მივაღწიოთ.
პირველ თამაშში შედარებით უკნიდან ვითამაშეთ, ახლა ასე არ იქნება და განსხვავებული ტაქტიკით გამოვალთ, რადგან მხოლოდ მოგება გვჭირდება."









