21 აპრილს, ლა ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში, ერთმანეთს მადრიდის რეალი და ბარსელონა დაუპირისპირდებიან.
ელ კლასიკოს წინ კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ გააკეთა და გუნდების შანსები შეაფასა.
"მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვეთამაშებით. მანჩესტერ სიტისთან მოგების შემდეგ, რეალს ჩვენს წინააღმდეგ შანსები გაეზარდა, რადგან უფრო დიდი რწმენით და განწყობით გამოვლენ მოედანზე.
ჩვენი მიზანი კი მხოლოდ გამარჯვებაა, რადგან ლა ლიგის მოგება წელსაც გვინდა და თუ გავიმარჯვებთ, სხვაობა 5 ქულა იქნება.
რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ ლა ლიგის ბრძოლაში ბოლომდე დავრჩეთ", - განაცხადა ჩავიმ.
La Liga
"ჩვენს წინააღმდეგ რეალს შანსები კიდევ უფრო გაეზარდა", - ჩავი რეალთან მატჩის წინ









