ლორიენის ცენტრალურმა მცველმა, მონტასარ ტალბიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ აფრიკელი ფეხბურთელი ქართველ ვინგერთან ერთად თამაშობდა ყაზანის რუბინში, 2021-2022 წლებში.
"ყველაზე დიდი შთაბეჭდილება როგორც ფეხბურთელმა ჩემზე მოახდინა კვარაცხელიამ, ვისთან ერთადაც რუბინში ვთამაშობდი. ვარჯიშზე ხვიჩას შეეძლო ბურთის მიღება და მთელი გუნდის მოტყუება. ყველას ვეუბნებოდი: ჩვენს თვალწინ იბადება ახალი ვარსკვლავი, ის ძალიან მაგარია.
შემთხვევითობა არ არის ის ყველაფერი, რასაც ქართველმა შემტევმა მიაღწია. მისი ყველაზე ძლიერი მხარე? მეტოქეს ჩამოშორების საოცარი უნარი. პარის სენ-ჟერმენის ვინგერი ბურთს იღებდა საკუთარ ნახევარზე, შემდეგ კი 6 მოწინააღმდეგეს ატყუებდა. ამის გარდა, ის მკვდარი სიტუაციებიდანაც სახიფათო მომენტს ქმნიდა."









