საბა საზონოვი ტორინოს დატოვებასთან ახლოს იმყოფება. ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია რუსულ პრესას და ერთ-ერთმა გამოცემამ ქართველ უკანახაზელს მიუძღვნა სტატია, სათაურით: "რუსეთში თამაშზე უარი თქვა და ახლა ახალ კლუბს ვერ პოულობს". შეგახსენებთ, "გრანატას" ლეგიონერის კარიერა სანქტ-პეტერბურგის ზენიტში იწყებოდა.
"საზონოვთან დაკავშირებით საქართველოში იყო დიდი მოლოდინი, თუმცა მისი კარიერა რთულად წარიმართა. ტორინოში გადასვლის შემდეგ, საბამ წააგო კონკურენცია ბონჯორნოსთან და ამ ყველაფერს ტრავმებიც დაემატა. 12 შეხვედრა, ძირითადში აქედან მხოლოდ 2, ასეთია ქართველი უკანახაზელის მაქსიმუმი ევროპულ კარიერაში.
"გრანატას" ცენტრალური მცველი შემდეგ იჯარით გადავიდა ემპოლიში, თუმცა ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო, მან ვერ ითამაშა. მას მოუწია "ხარებში" დაბრუნება, მაგრამ 23 წლის უკანახაზელი განაცხადს მიღმა დარჩა. მოგვიანებით, ის დააბრუნეს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ოლიმპიკოზე მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი აფრიკის თასზე გაემგზავრა.
"









