2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში, პსჟ-მ რეალი 4-0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ჩელსის შეხვდება.
მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მადრიდის რეალის წინააღმდეგ ასეთი მატჩების თამაში ყოველთვის რთულია. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული სეზონი და განსაკუთრებული მომენტია და ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით. წინ კიდევ ერთი ნაბიჯია ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ჩელსია. გვინდა, ჩვენი კლუბისთვის ახალი ისტორია დავწეროთ."
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს პსჟ და ჩელსი დაუპირისპირდებიან კვირას, 13 ივლისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.









