ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში საქართველოს ნაკრები B3 ჯგუფში უკრაინის, ჩრდ.ირლანდიის და უნგრეთის ნაკრებებთან მოხვდა.
LaGazzetta.ge-სთან საუბარში, უკრაინის ნაკრების მცველი ვალერი ბონდარი წილისყრას და მეტოქეებს აფასებს.
"ვფიქრობ, თანაბარი ჯგუფია და წარმატების მიღწევა ყველას თანაბრად შეუძლია. უნგრეთი და ჩრდ.ირლანდია ჩვენთვის ახალი მეტოქეები არიან და ეს გამოწვევა იქნება.
რაც შეეხება საქართველოს, მათ ერთა ლიგის წინა გათამაშებაშიც შევხვდით და ვნახეთ, რომ საშიში გუნდია და ახლაც რთული მატჩები გველის. ინდივიდუალურად მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, ჩვენთვის ყველაზე საშიში ხვიჩა კვარაცხელიაა.
წილისყრის შემდეგ, ირაკლი აზაროვის ვესაუბრე. ვთქვით, რომ საინტერესო ჯგუფია და მზად ვართ ამ რთული მატჩებისთვის" - განაცხადა ბონდარმა ჩვენთან საუბარში.
საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე
25 სექტემბერი - საქართველო - ჩრდ.ირლანდია
28 სექტემბერი - საქართველო - უკრაინა
2 ოქტომბერი - უნგრეთი - საქართველო
5 ოქტომბერი - ჩრდ.ირლანდია - საქართველო
14 ნოემბერი - საქართველო - უნგრეთი
17 ნოემბერი - უკრაინა საქართველო









