ტურის ცენტრალური მატჩი არენა ფონტა ნოვაზე შედგა, სადაც ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაის უმასპინძლა — შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ფრედ, 1-1 დასრულდა.
ანგარიში სტუმრებმა მეორე ტაიმის დებიუტში გახსნეს. 55-ე წუთზე თავი ვალვერდემ გამოიჩინა და სტუმრები დააწინაურა. ზუსტად 7 წუთში, ჟერსონმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ბუენოს აირესში პერუს ნაკრები მიიღო, მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და პირველი პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.
აღნიშნული შეხვედრის ერთადერთი გოლი ინტერის თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა გაიტანა — 27 წლის შემტევმა, ლიონელ მესის ასისტით ისარგებლა და არგენტინას მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
მე-12 ტურის ყველა მატჩის შედეგი:
ბოლივია 2-2 პარაგვაი
კოლუმბია 0-1 ეკვადორი
არგენტინა 1-0 პერუ
ჩილე 4-2 ვენესუელა
ბრაზილია 1-1 ურუგვაი









