საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებული პროფესიონალური კიბერ ლიგა მეორე ტურს იწყებს, და პირველივე დღეს ძალიან საინტერესო მატჩები ვიხილეთ – პირველი ფრე, უცნობი ფეხბურთელები, და ბოლო წუთზე გადაწყვეტილი მატჩების ბედი.
მეორე ტურის პირველი დღის შედეგები: - გიორგი გოგოლი (RSG) – გიო ნიორაძე (fastoo) 3:3 - სანდრო ჭურაძე (Bitanica) – გიორგი მახარაშვილი (სოლო) 3:4 - ნიკა ასათაშვილი (სკ ლოკომოტივი) – ნიკუშა ხევიაშვილი (EGM) 3:3
მატჩების ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
კიბერ ლიგა დღეს გვიბრუნდება – ლაივი 20:00 საათზე საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ YouTube და Facebook გვერდებზე დაიწყება. კვირის ბოლოს კი ჩვენ “გზა მესტიისკენ” ტურნირის ბათუმის ეტაპი გველოდება! შევხვდებით შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე!