როგორც რეალ მადრიდთან დაახლოებული წყაროები წერენ, როდრიგომ მარჯვენა მუხლზე უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროება.
25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მენისკი და ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც არათუ მიმდინარე სეზონში, არამედ მუნდიალზე თამაშსაც ვერ შეძლებს. პირველადი ინფორმაციით, როდრიგო დაახლოებით 10 თვეს იუქმებს, რის შემდეგაც მსუბუქად ვარჯიშს დაიწყებს.
როდრიგომ მძიმე ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში, ხეტაფესთან შეხვედრაში მიიღო. თავიდან იყო ვარაუდი, რომ დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდებოდა, თუმცა ალვარო არბელოასა და ექიმების მოლოდინები სამწუხაროდ არ გამართლდა.









