მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტიტულოვან ესპანელ სპეციალისტს ჰკითხეს, დაბრუნდება თუ არა ის ოდესმე ბარსელონაში, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.
"დავბრუნდები თუ არა ბარსელონაში? არა, არც მწვრთნელისა და არც პრეზიდენტის რანგშიც. ჩვენს შორის ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სიტის შემდეგ, შესვენებას ავიღებ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, 1 წელი, 5, 10 თუ 15.
ზუსტად ვიცი, რომ მანჩესტერული გუნდიდან წასვლის შემდეგ, გავჩერდები. გამოვიფიტე, თავს ვგრძნობ ისე, თითქოს 75 წლის ვარ. გატეხილი ვარ და ყველაფერი მტკივა. იმედი მაქვს, შესვენების შემდეგ, თავს უკეთ ვიგრძნობ. თავისუფალ დროს სწორედ გამოჯანმრთელებას დავუთმობ."









