2-წლიანი პაუზის შემდეგ, ყველასთვის ცნობილი ქართველი მწვრთნელი გია ცეცაძე საქმიანობას უბრუნდება და საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში იმუშავებს.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ამიერიდან ცეცაძე რუსთავის მთავარი მწვრთნელი იქნება და მიზანი რანგით უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა.
მოგეხსენებათ, ცეცაძის სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები სამტრედიას უკავშირდება, როცა ის 2016 წელს იმერულ კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბოლოს ცეცაძე თელავის მთავარი მწვრთნელი იყო.
რაც შეეხება რუსთავს, როგორც გითხარით, წელს გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა. 7 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვთ და მეორე პოზიციას იკავებენ.
ამ სეზონში რუსთავს ვარლამ კილასონია წვრთნიდა, რომლის გათავისუფლების შესახებ კლუბმა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.









