ინგლისის ჩემპიონშიფის მე-17 ტურში უოტფორდი საკუთარ მოედანზე პრესტონს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
7-თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე უოტფორდის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელიც მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა.
ბოლოს ჩაკვეტაძემ აპრილის თვეში ითამაშა, როცა მძიმე ტრავმა მიიღო და თვეების განმავლობაში მკურნალობის პროცესს გადიოდა.
ჩაკვეტაძის უოტფორდს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.









