LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, გვილია კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. ის გუნდის შეკრებას შეუერთდება და პორტუგალიაში მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.
გვილია ბოლოს პოლონურ პიასტში თამაშობდა და ბოლო შეხვედრა 2024 წლის 7 აპრილს ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ გვილიას საქართველოს ნაკრებში 44 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი.
მოგეხსენებათ, წელს დინამო თბილისმა კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა დაიმატა. მის გარდა, გუნდს ორი ლეგიონერი - ლეონარდო ასუნპსაო და დანიელ ოვუსუ შეუერთდა.









