90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა მხოლოდ ორი გატანილი გოლი ვიხილეთ.
ჯერ სტუმრებმა მოახერხეს წინ გასვლა, კერძოდ ვერნერის პასით ჯონსონმა შეძლო გოლის გატანა, შემდეგ კი მალევე "ჩაქუჩების" გამათანაბრებელი გოლი ვიხილეთ - ბოუენის კუთხურს ზუმას გოლი მოჰყვა.
ამ შეხვედრის შემდეგ ვესტ ჰემმა 45 ქულა მოაგროვა, ტოტენჰემმა კი - 57. ორივე ეს გუნდი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის. მოიესის გუნდი მე-7 პოზიციაზეა, პოსტეკოგლუს გუნდი კი - მეხუთეზე.









