რამდნეიმე წუთის წინ ლიმასოლში დასრულდა C ჯგუფის მორე ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა. ქართველებმა იტალიასთან 78:62 წააგეს.
იტალიასთან მატჩის სასტარტო ხუთეული იგივე იყო, რაც ესაპანეთთან:
თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, კამარ ბოლდუინი.
საქართველოს ნაკრების ოფიციალური შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი.
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის პირველ შხვედრაში ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს მოუგო, იტალიამ კი საბერძნეთთან წააგო.
იტალიებთან ქართველებმა აქტიურად დაიწყეს თამაში, რასაც დუდა სანაძის ორქულიანი და საჯარიმო მოჰყვა და 3:0, თუმცა იტალიებმა პირველი მეოთხედი 18:10 მოიგეს.
მეორე მეოთხედში ქართველებმა ათქულიანი სხვაობის აღმოფხვრა შეძლეს, ბოლდუინის 2 ქულიანის შემდეგ ანგარიში 27:28 გახდა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა. ბოლო წუთები ქულა-ქულაში წარიმართა და პირველი ტაიმი ფრედ, 32:32 დასრულდა.
მესამე მეოთხედში გოგო ბითაძემ ჯერ სამქულიანით დააწინაურა საქართველო, რასაც ორქულიანიც დაამატა და ანგარიში 37:41 გახდა, ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. საბოლოოდ აღნიშნული მეოთხედი იტალიელებმა 53:47 მოიგეს.
მატჩის დასკვნით მეოთხედში იტალიელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე თორნიკე შენგელია მსაჯებთან შელაპარაკების გამო თამაშს გამოეთიშა. იტალიამ საბოლოოდ, 78:62 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო გოგა ბითაძე იყო -22 ქულა და 4 მოხსნა, მამუკელაშვილმა 13,ბოლდუინმა კი 9 ქულა დააგროვა.
დღეს C კიდევ 2 მატჩი გაიმართება, საბერძნეთი - კვიპროსს (19:15 საათი, თბილისის დროით), ესპანეთი - ბოსნია და ჰერცეგოვინას (22:30 საათი, თბილისის დროით) დაუპირისპირდება.
საქართველოს ევრობასკეტზე მორიგი მატჩი ხვალ საბერძნეთთან ელის, შეხვედრა თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება. საქართელოს ნაკრები სადისციპლინო ვედრიქტს დაელოდება, ჯერ უცნობია მსაჯების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო რა ელის თორნიკე შენგელიას.
ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში ტარდება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით ასპარეზობს და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი, თბილისის დროით:
საქართველო – საბერძნეთი - 31 აგვისტო, 16:00 საათი
საქართველო – კვიპროსი - 2 სექტემბერი, 19:15 საათი
საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა - 4 სექტემბერი, 16:00 საათი









