საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, რომელიც აშშ-ში ჩატარდა, საფრანგეთმა ბრაზილია დაძაბულ შეხვედრაში 2-1 დაამარცხა.
ანგარიში 32-ე წუთზე რეალის ფორვარდმა, კილიან მბაპემ გახსხნა, რასაც 65-ე წუთზე ეკიტიკეს გოლი მოჰყვა და სხვაობა ორამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 55-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან უპამეკანო გააძევა და საფრანგეთის 10 კაცით დარჩა. 78-ე წუთზე ერთი ბურთი ბრემერმა გაქვით და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.
ბრაზილია 1-2 საფრანგეთი
გოლები: 0-1 მბაპე (32'), 0-2 ეკიტიკე (65'), 1-2 ბრემერი (78')
დიდიე დეშამის გუნდი შემდეგ მატჩს 29 მარტს, კვლავ აშშ-ში, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ბრაზილიელები 1-ელ აპრილს ხორვატიას დაუპირისპირდებიან.









