ჩემპიონთა ლიგის დაბრუნებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. მაყურებელს წინ ინტერი-ბარსელონასა და პსჟ-არსენალის განმეორებითი მატჩები ელოდება.
გულშემაკტივრების ყურადღება პარიზისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ყველა პსჟ-ს დღევანდელ ვარჯიშს ელოდებოდა — როგორც ადგილობრივი მედია, ისე პარი სენ-ჟერმენის ფანებიც უსმან დემბელეს გამოჩენის მოლოდინში იყვნენ და ლუის ენრიკესთვის სასიხარულოდ, ფრანგმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ბოლო მომენტში თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, 27 წლის ვინგერი არსენალთან მატჩში მონაწილეობას მიიღებს. მეტიც, დემბელეს ყველა სასტარტო შემადგენლობაში ელოდება.
ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი პარი სენ-ჟერმენსა და არსენალს შორის 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა პარიზული გუნდის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.









