პრემიერ ლიგის მე-17 ტურის კიდევ ერთი მატჩი მერსისაიდში გაიმართა, სადაც ევერტონი მიკელ არტეტას არსენალს დაუხვდა. "მეთოფეები" ამ შეხვედრას კარგ ფორმაში შეხვდნენ, შესაბამისად ფავორიტებიც ისინი იყვნენ. იმის ფონზე, რომ მანჩესტერ სიტიმ დღეს თავისი მატჩი მოიგო, ლონდონელებს ევერტონთან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ.
მატჩის ერთადერთი გოლი ვიქტორ იოკერეშმა გაიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
არსენალმა ამ გამარჯვენით 39 ქულა მოაგროვა, რითაც პირველი ადგილი დაიბრუნა. რაც შეეხება ევერტონს, მერსისაიდელები 24 ქულით, მე-10 პოზიციაზე დარჩნენ.
ევერტონი 0-1 არსენალი
გოლი: 0-1 ვიქტორ იოკერეში (პენ.) 27'.
მატჩის მიმოხილვა









