პრემიერ ლიგის მეორე ტურის კიდევ ერთი მატჩი ლონდონში, ემირეითს სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა არსენალისა და ლიდს იუნაიტედის სანახაობრივი დაპირისპირება იხილა. მატჩის დაწყებამდე "მეთოფეებმა" გუნდის ახალწვეული ებერეჩი ეზე წარადგინდეს, რამაც მასპინძლებს მუხტი კიდევ უფრო შესძინა.
მიკელ არტეტას გუნდმა ლიდს იუნაიტედი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა. არსენალს ორი ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვს.
არსენალი 5-0 ლიდს იუნაიტედი
გოლები: 1-0 იურიენ ტიმბერი 34', 2-0 ბუკაიო საკა 45+1', 3-0 ვიქტორ გიოკერეში 48', 4-0 იურიენტიმბერი56', 5-0 ვიქტორ გიოკერეში 90+5'.









