სერია ა-ს 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი დასრულდა. სან სიროზე შეკრებილმა მაყურებელმა მილანისა და ატალანტას დაპირისპირება იხილა. მატჩი საბოლოო ჯამში სტუმარი გუნდის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი ატალანტას ბრაზილიელმა ლეგიონერმა ედერსონმა გაიტანა. იმის მიუხედავად, რომ მილანმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხა, მარკო კარნეზეკიმ კარის მშრალად შენახვა მაინც შეძლო.
ატალანტამ ამ გამარჯვების შემდეგ 64 ქულა მოაგროვა, რითაც მე-3 ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. რაც შეეხება მილანს, სერჟიუ კონსეისაუს გუნდი 51 ქულით, მე-9 პოზიციაზე დარჩა.
მილანი 0-1 ატალანტა
გოლი: 1-0 ედერსონი 62'.
მატჩის მიმოხილვა









