ლა ლიგის 29-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი კამპ ნოუზე გაიმართა, სადაც ბარსელონამ რაიო ვალეკანოს უმასპინძლა.
მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც საბოლოო ჯამში ჰანსი ფლიკის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა.
"ბლაუგრანამ" ამ გამარჯვების შემდეგ 73 ქულას მოუყარა თავი, რის ფონზეც რეალ მადრიდს დროებით 7 ქულით გაასწრო.
ბარსელონა 1-0 რაიო ვალეკანო
გოლი: 1-0 რონალდ არაუხო 24'.
მატჩის მიმოხილვა









