პრემიერ ლიგის მე-12 ტურის გახსნითი მატჩი ბარნლიში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი ჩელსის დაუპირისპირდა. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, რომლის დროსაც გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს. საბოლოო ჯამში გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, რომელმაც დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა.
სტუმარი გუნდიდან გოლები პედრუ ნეტუმ და ენცო ფერნანდესმა გაიტანეს. იმის მიუხედავად, რომ ბარნლიმ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, რობერტ სანჩესმა კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა.
ჩელსი კარგ ფორმაში შევიდა, რისი დამსახურებითაც ენცო მარესკას გუნდმა 23 ქულას მოუყარა თავი და დროებით მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ბარნლი 0-2 ჩელსი
გოლი: 0-1 პედრუ ნეტუ 37', 0-2 ენცო ფერნანდესი 88'.
მატჩის მიმოხილვა









