მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა ატლანტაში, სადაც მაყურებელმა ჩელსისა და ლოს ანჯელესის საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება იხილა. ენცო მარესკას გუნდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და საკმაოდ მარტივი გამარჯვებაც მოიპოვა.
ჩელსიდან თავის გამოჩენა პედრუ ნეტუმ და ენცო ფერნანდესმა მოახერხეს.
ამავე ჯგუფის კიდევ ერთი დაპირისპირება დღეს ღამით, თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს ბოტაფოგო და ესპერანს ტუნისი შეხვდებიან.
ჩელსი 2-0 ლოს ანჯელესი
გოლი: 1-0 პედუ ნეტუ 34', 2-0 ენცო ფერნანდესი 79'.
იხილეთ პედრუ ნეტუს გოლი
იხილეთ ენცო ფერნანდესის გოლი
16 ივნისს გამართული სხვა მატჩების ანგარიშები:
პალმეირასი 0-0 პორტო
ბოტაფოგო 2-1 სიეტლ საუნდერსი









