სერია ა-ს 23-ე ტურში მილანის ინტერი ესტუმრა კრემონეზეს, რომელიც ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სერია ა-ს ლიდერის მხრიდან მასპინძლების კარი აიღეს ლაუტარო მარტინესმა და პიოტრ ჟელინსკიმ. "ნერაძური" აღნიშნული მოგებით აგროვებს 55 ქულას, რითაც პირველ პოზიციას იმყარებს.
ჯუზეპე მეაცას ბინადრების შემდეგი მეტოქეები იქნებიან ტორინო კოპა იტალიაზე, იუვენტუსი და სასუოლო სერია ა-ში, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში კი ბოდო გლიმტი.
კრემონეზე 0:2 ინტერი
გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი 16', 0:2 პიოტრ ჟელინსკი 31'.









