ლივერპულიდან გოლების გატანა ლუის დიასმა და მო სალაჰმა მოახერხეს. ხოლო ვულვზიდან ერთადერთი ბურთი მატეუს კუნიამ შეაგდო.
არნე სლოტის გუნდმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა, რითაც პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. ლივერპულს 25 ტურის შემდეგ, 60 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან არსენალს, 7 ქულით უსწრებს. რაც შეეხება ვულვზს, "მგლები" 19 ქულით, მე-17 პოზიციაზე დარჩნენ.









