შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე, მე-2 წუთზე გაიხსნა - ლუთონის მცველმა, დაიკი ჰაშიოკამ ავტოგოლი გაიფორმა და სიტი დაწინაურდა. მეორე ტაიმის შუაში, 64-ე წუთზე მატეო კოვაჩიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 76-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა აიღო სტუმართა კარი. ზუსტად 5 წუთში როს ბარკლიმ 1 ბურთი გაქვითა, 87-ე წუთზე კი ჯერემი დოკუმ სტატუს-კვო აღადგინა. მატჩის საბოლოო ანგარიში, 5-1 93-ე წუთზე იოსკო გვარდიოლმა დააფიქსირა.
32 მატჩის შემდეგ მანჩესტერ სიტის 73 ქულა აქვს, პირველ ადგილზე იმყოფება და არსენალს და ლივერპულს 2 ქულით უსწრებს, თუმცა, მეტოქეებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ლუთონი კი 25 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს.









