პრემიერ ლიგის მე-6 ტურის კიდევ ერთი მატჩი ეტიჰად სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ სიტისა და ბარნლის დაპირისპირება იხილა. იმის მიუხედავად, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, სკოტ პარკერის ბიჭებმა მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.
სტუმარი გუნდის დიდი ბრძოლის მიუხედავად, მატჩი საბოლოო ჯამში მაინც მანჩესტერ სიტის გამარჯვებით დასრულდა. "ქალაქელებმა" დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვეს და ცხრილში მე-6 პოზიციამდე აღზევდნენ.
მანჩესტერ სიტი 5-1 ბარნლი
გოლები: 1-0 მაქსიმ ესტევი (ს.კ.) 12', 1-1 ჯეიდონ ენტონი 38', 2-1 მატეუს ნუნიეში 61', 3-1 მაქსიმ ესტევი (ს.კ.) 65', 4-1 ერლინგ ჰოლანდი 90', 5-1 ერლინგ ჰოლანდი 90+3'.
მატჩის მიმოხილვა









