სერია A-ს მე-17 ტურის მორიგი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მილანისა და ჰელას ვერონას დაპირისპირება იხილა.
მაქს ალეგრის გუნდმა საკმაოდ სუსტ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და 3 უპასუხო გოლიც გაუტანა. "როსონერიდან" თავის გამოჩენა კრისტიან პულისიკმა და კრისტოფერ ნკუნკუმ მოახერხეს. ამ უკანასკნელმა ჰელას ვერონას დუბლი შეუსრულა და მიმდინარე სეზონში პირველი გატანილი გოლებიც მიითვალა.
"როსონერიმ" ამ გამარჯვების შემდეგ 35 ქულა მოაგროვა, რითაც დროებით პირველ ადგილზე გადასვლა მოახერხა.
მილანი 3-0 ჰელას ვერონა
გოლები: 1-0 კრისტიან პულისიკი 45+1', 2-0 კრისტოფერ ნკუნკუ (პენ.) 48', 3-0 კრისტოფერ ნკუნკუ 53'.
მატჩის მიმოხილვა









