სერია A-ს 27-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი კრემონაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა მილანს უმასპინძლა.
90 წუთის განმავლობაში კრემონეზემ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მაქს ალეგრის გუნდმა მეტოქე ბოლო წუთებზე მაინც გატეხა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა.
"როსონერიმ" ამ გამარჯვების შემდეგ 57 ქულა მოაგროვა. რაც შეეხება კრემონეზეს, დავიდე ნიკოლას გუნდი 24 ქულით, მე-17 პოზიციაზე დარჩა.
კრემონეზე 0-2 მილანი
გოლები: 0-1 სტრაჰინია პავლოვიჩი 90', 0-2 რაფაელ ლეაო 90+4'.
მატჩის მიმოხილვა









