"ჩვენ ყველანი ძალიან დაღლილები ვართ, ფინალის წაგება მარტივი გადასატანი არაა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთელები უკვე მომდევნო მატჩზე ფიქრობენ. ისინი ლიდსთან დაპირისპირებითვის კარგად მოემზადნენ. ლიგის თასის ფინალში წაგება, რა თქმა უნდა, საწყენია, მაგრამ ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, შესაბამისი რეაქცია უნდა გვქონდეს მომდევნო შეხვედრაში."
"ვფიქრობ, ლივერპულს ფინალში ვაჯობეთ, 90 წუთი მათზე უკეთესად ვითამაშეთ. ასეთ დროს მარცხი კი უფრო მტკივნეულია. ჩელსი გამარჯვებებს მიჩვეულია, ამ ფინალის წაგებამ გული დაგვწყვიტა."
"უფროსობისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, წაგებული ფინალის შემდეგ კლუბის მფლობელმა სასიამოვნო და მეგობრული შეტყობინება გამომიგზავნა. როდესაც კლოპი ლივერპულში მივიდა, 4 წელი გუნდი ტიტულს ვერ იგებდა, თუმცა მას კლუბისგან სრული მხარდაჭრა ჰქონდა. შეხედეთ ახლა მათ, ისინი ყველა წარმატებას იმსახურებენ."
"ჩემი მომავალი? - მე მუშაობას ვაგრძელებ, შემდეგ კი კლუბი მიიღებს გადაწყვეტილებას, რა მოხდება მომავალში."









